1

Samsung Galaxy S9 და S9+ის ფოტოები გავრცელდა

29.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

სოციალურ ქსელში Samsung Galaxy S9 და S9+ის ფოტოები გავრცელდა, რომლებიც 2018 წელს უნდა გამოვიდეს. ეს ფოტოები პორტალ Venture Beat-ზე გამოქვეყნდა.

5,8 დუიმიანი S9 და 6,2 დუმიანი S9+ წინა Samsung Galaxy-ისგან დიდად არ განსხვავდება. ახალი სმარტფონების ძირითადი უპირატესობა გამოსახულების და ვიდეოს დამუშავებისთვის სააპარატო და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება იქნება. 12-მეგაპიქსელიანი კამერა super slow-motion-ის ეფექტს იძლევა, ანუ წამში 480 კადრს.

ორივე ტელეფონში სახეების გარჩევადობა გაუმჯობესებულია.

ახალი სმარტფონების პრეზენტაცია 26 თებერვალს გაიმართება, გაყიდვა კი მარტიდან დაიწყება.