Untitled

შეიქმნა ქურთუკი, რომელსაც მობილურის დატენვა შეუძლია

26.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ცხოვრება დღითიდღე მარტივი ხდება. მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური ქურთუკი, რომელსაც შეუძლია ტელეფონი დატენოს. ასეთი ქურთუკის გამოყენება მოსახერხებელია ლაშქრობაში და სეირნობის დროს.

თხელი და მსუბუქი ქურთუკი ენერგო ბანკზე მუშაობს. ქურთუკის გულისჯიბეში ჩადებული სმარტფონის ელემენტი ავტომატურად იტენება.

ქურთუკი თავსებადია როგორც IOS, ასევე Android ოპერაციულ სისტემებთან. მისი ღირებულება 149 დოლარიდან იწყება.