facebook-instagram-ss-1920

Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

26.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

სოციალური ქსელების მომხმარებლების თქმით, Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ Down Detector-ი წერს, რომელიც პოპულარული ვებგვერდების მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს.

მომხმარებლების უმრავლესობა აცხადებს, რომ Facebook-ზე ავტორიზაცია გართულებულია, ასევე შეფერხებულია პოსტების, კომენტარების და ფოტოების გამოქვეყნება.

შეფერხებებია აშშ-ში, ევროპასა და აზიაში. Facebook-ს განარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Facebook-მა Instagram-ი 2017 წლის აპრილში მილიარდ დოლარად შეიძინა.