hm

H&M თბილისში მეორე მაღაზიას ხსნის

24.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მსოფლიოს ერთერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M), საქართველოში მეორე მაღაზას ხსნის.

მაღაზია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთში“ გაიხსნება. გახსნასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

შეგახსენებთ, H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და ის ახალ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში” განთავსდა.