Untitled-1

15%-ს სხეულზე საყვარელი ადამიანების სახელი აქვს ტატუირებული

25.01.2018 | კვლევები, სიახლე

გამოკითხულთა 13%-ს სხეულზე მინიმუმ ერთი ტატუ აქვს;
ყველაზე პოპულარული სიმბოლოს ამსახველი ტატუს გაკეთებაა.

ჩატარებული კვლევის თემაა „ტატუ“. ამ საკითხთან დაკავშირებით “აიფიემ კვლევებმა“ საქართველოში გამოკითხა 1450 რესპონდენტი.

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტთა 13%-ს აქვს სხეულზე ტატუ. სქესის მიხედვით ამ მონაცემის ანალიზმა გამოავლინა, რომ ქალებს უფრო ნაკლებად აქვთ ტატუ, ვიდრე კაცებს. გამოკითხული ქალებიდან 7%-ს აქვს ტატუ, კაცებიდან კი – 19%-ს.

1

იმ რესპონდენტებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ აქვთ ტატუ სხეულზე, დააკონკრეტეს მისი რაოდენობაც. როგორც აღმოჩნდა, მათ უმრავლესობას – 62%-ს, ერთი ტატუ აქვს, 25%-ს კი – 2. მხოლოდ 4%-ია მათი რაოდენობა, რომელთაც სხეულზე განსაკუთრებით ბევრი ტატუ აქვს – ხუთი და უფრო მეტი.

2

საინტერესოა ტატუს შინაარსობრივი დატვირთვის საკითხიც. რესპონდენტების უმრავლესობამ (44%) აღნიშნა, რომ აქვს ტატუ, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან სიმბოლოს აღნიშნავს, 32%-ის ტატუ კი წარწერას ან ფრაზას წარმოადგენს. 15%-ს სხეულზე საყვარელი ადამიანების სახელი აქვს ტატუირებული, 9% კი აღნიშნავს, რომ მათ ტატუს არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა არ აქვს.

3

საერთო ჯამში, გამოკითხულთა უმრავლესობა ტატუს გაკეთებას არ/აღარ აპირებს. იმ ადამიანებიდან, რომლებსაც ტატუ აქვთ, დაახლოებით, ყოველი მეორე ამბობს, რომ აღარ უნდა მეტის გაკეთება, 18% კი გეგმავს კიდევ გაიკეთოს ტატუ.

4

ამ საკითხთან მიმართებაში უფრო კატეგორიულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სხეულზე ტატუ. მათი 86% არასდროს არ აპირებს ტატუს გაკეთებას. მხოლოდ 3% აქვს მისი გაკეთების გეგმა.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულები ტატუს მიმზიდველობის საკითხს ერთგვაროვნად არ აფასებენ. კითხვაზე, მოსწონთ თუ არა სხვა ადამიანზე ტატუ, პასუხები თითქმის თანაბრად გადანაწილდა პოზიტიურ, ნეიტრალურ და ნეგატიურ შეფასებებს შორის.

5


 

მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.