fastconewfb1

Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ, რომელ ინფორმაციას ენდონ

22.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

სოციალური ქსელი Facebook მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თავად განსაზღვროს, რომელი ახალი ამბების წყაროა სანდო. ამის შესახებ თავის გვერდზე მარკ ცუკერბერგრმა დაწერა.

„მე ჩემს გუნდს ვთხოვე სანდო, ინფორმაციულ და ადგილობრივ ახალ ამბებს მიანიჭონ უპირატესობა. გადავწყვიტეთ, საზოგადოებამ თავად განსაზღვროს, რომელია უფრო სანდო და რომელი არა,“- დაწერა Facebook-ის დამაარსებელმა.

ცუკერბერგმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცვლილებები სოციალურ ქსელში მომავალ კვირას დაიწყება და აღწერა, როგორ იმუშავებს ნოვაცია.

ამიერიდან, ჩვენ ხალხს შევეკითხებით, იცნობენ თუ არა ამ თუ იმ ახალი ამბების წყაროს და რომელს ენდობიან,“- აღნიშნა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, სოციალური ქსელის განახლება ახალი ამბების იმ რაოდენობაზე, რომელსაც Facebook-ის მომხმარებლები ხედავენ, არ იმოქმედებს.

Untitled

მას შემდეგ რაც Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის სიახლეების პრიორიტეტების ცვლილების შესახებ განაცხადა, სავაჭრო ბირჟის nasdaq-ის მონაცემებით, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასი 4,5%-ით დაეცა.

ცუკერბერგს კომპანიის აქციების 14% ეკუთვნის. აქციებზე ფასის ვარდნამ ბიზნესმენის ქონება 3,2 მილიარდი დოლარით შეამცირა.

როგორც ცუკერბერგმა თავის გვერდზე დაწერა, Facebook-ი შეამცირებს ახალი ამბებსა და სარეკლამო პუბლიკაციებზე აქცენტს და გააძლიერებს პირადი მიმოწერის და ურთიერთობის მიმართულებას. მისივე თქმით, კომპანიების, ბრენდების და მედიის პოსტების რაოდენობა შემცირდება.