BeFunky Collage

Samsung-მა ახალი სმარტფონი დახურულ შეხვედრაზე წარადგინა

15.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

კორპორაცია Samsung-მა CES 2018-ზე დახურული შეხვედრა გამართა, რომელზეც დასაკეცი ეკრანის მქონე სმარტფონი წარადგინეს, ამის შესახებ The Investor-ს ინფორმაცია წყარომ მიაწოდა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა.

“Samsung Display-მ განაცხადა, რომ შექმნა 7,8 დუიმიანი დასაკეცი ეკრანი და მის წარმოებას 2018 წლის ბოლოდან აპირებს,” - განუცხადა გამოცემას სანდრო წყარომ.

დასაკეცი ეკრანის მქონე Galaxy X-ის წარმოება 2016 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ Galaxy Note 7-თან დაკავშირებული პრობლემების გამო, ანონსი 2017 წლის ბოლოსთვის გადაიდო. მოგვიანებით ეს თარიღი კიდევ შეცვლაეს.