Untitled-1

წინასაახალწლო მედია

16.01.2018 | კვლევები, სიახლე

ახალი წელი სრულიად განსაკუთრებული, საყოველთაო დღესასწაულია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მაინც მოდის, მიუხედავად ინფლაციისა, ვალუტის კურსისა თუ გოჭის ფასისა, ქართულ ბაზარზე. წინასაახალწლო მედია, ნამდვიალდ გამორჩეულად პოზიტიურია, ვინაიდან დახუნძლულია შეთავაზებებით, რომელიც ნამდვილად ეხმარება ადამიანებს, სადღესასწაულო განწყობის შექმნაში.

ნოემბრის დაწყებასთან ერთად, ყოველდღიურად აქტუალური ხდება სიტყვა „საახალწლო“. ჩვენც გთავაზობთ სტატისტიკას, თუ რამდენ სტატიასა და სიუჟეტში გაჟღერდა ეს ფრაზა, გასული, არასრული 2 თვის განმავლობაში. ჯამში 824 ნიუსში ახსენეს ეს სიტყვა და აქედან დიდი წილი ინტერნეტ მედიაზე მოდის.

1

საახალწლო თემატიკიდან, ყველაზე ხშირად, საახალწლო ნაძვის ხეზე საუბრობს ქართული მედია. განხილულია დედაქალაქში თუ სხვა დიდ ქალაქებში და რეგიონებში დამონტაჟებული ნაძვის ხეები.

არანაკლები რეზონანსულობით ხასიათდება, დედაქალაქის საახალწლო განათება და მისი პოლიტიკურ-კორუფციული ჭრილები.

თუმცა, ახალი წელი პოზიტიური დღესასწაულია, ამიტომ ჩვენც მეტად პოზიტიურ ნიუსებზე გავაკეთებთ აქცენტს, როგორიცაა „საქართველოს ბანკისა“ და „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლობა, საყოველთაო Secret Santa 2018-ის დასაწყებად.

ბიზნეს კომპანიების საახალწლო აქტივობები მრავალფეროვნად არის გაშუქებული და საკმაოდ ინფორმატიულია სხვადასხვა შენაძენის გაკეთებით დაინტერესებული მომხმარებლისათვის.

ტექნიკის კომპანიები, გამორჩეულია მოთამაშეთა რაოდენობის მიხედვით, რომლებიც აქციებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ესენია “მეგამოლ ჯი” საახალწლო ფასდაკლებებით და შეთავაზებებით. საახალწლო ფასდაკლებები კულმინაციურ ფაზაში გადავიდა კომპანიაში „სმაილი“. 31 დეკემბრის ჩათვლით მომხმარებელი “სმაილში” ნებისმიერი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში, მეორე ნივთს მიიღებს 1 ლარად. ზუმერის ქსელში 15-16- 17 დეკემბერს ზუმერის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, სმარტფონის შეძენისას მიიღოს ფასდაკლებები, სხვადასხვა ტიპის საჩუქრები, ვაუჩერები ან მისთვის მოსახერხებელი განვადების პირობები.

კლიდევ ერთი საახალწლო საჩუქარი ელიტ ელექტრონიქსისგან. მხოლოდ ერთ დღეს ახალ წლამდე, ტექნიკის მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიური ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა თვითღირებულების ფასად გაიყიდა.

საუკეთესო საახალწლო შეთავაზება ბილაინისგან. შეიძინე ბილაინის LTE-ის სმარტფონი Beeline Pro 4,5 ინჩიანი ეკრანით მხოლოდ 100 ლარად. Beeline Fast-ი 5 ინჩიანი ეკრანით 150 ლარად.

სამშენებლო კომპანიები განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ ბინის შეძენის მსურველებს. King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო. საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20 %-იანი ფასდაკლება დაიწყო. "მონოლით ჯგუფის" ბინა, საახალწლო საჩუქრით და უნიკალური გადახდის პირობით.

ბინის შეძენის მსურველთთვის საინტერესოა ავეჯის შეძენაც და კომპანია "დოგტას ჯორჯია" თავის მომხმარებელს სთავაზობს საახალწლო ფასდაკლებებსა და სხვადასხვა აქციას, ხოლო მაღაზიაში "სამი ძმა" მომხმარებელი საახალწლოდ არაერთ ლამაზ და მისთვის სასურველ ნივთს შეიძენს.

იუნიქარდი მომხმარებლებს საახალწლოდ ტრადიციულად საჩუქრად გაორმაგებულ ქულებს, ფასდაკლებებს და ბევრ საშობაო სუვენირს სთავაზობს.

კომპანია „ბორჯომი“ სპეციალური, სადღესასწაულო შეფუთვით წარსდგება მომხმარებლის წინაშე.

გრანდიოზული საახალწლო საჩუქარი ზედაზენისგან RC COLA-ს და RC Q უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო.

რა თქმა უნდა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ საახალწლო შეთავაზებების, რომელიც ვრცელდება ქართულ მედიაში და მხოლოდ მიმოხილვით ხასიათს ატარებს.

გილოცავთ დამდეგს!


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.