57e0ea95cadea

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნა

12.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარემის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, განაცხადა, ამ სკოლაში შეისწავლიან პროფესიებს, რომლითაც დასაქმება პრაქტიკულად გარანტირებულია.

„ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტურისტული სასწავლებლის ოფიციალურ გახსნას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და სამთო გამყოლთა დარგის  სპეციალისტები.