antarqtida

მეცნიერების თქმით, ანტარქტიდა უდაბური ტყით იყო დაფარული

08.01.2018 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ჩატარებული ექსპედიციებისას ასობით ამფიბიისა და ქვეწარმავლის ნამარხი, ასევე ხეების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ 280 მილიონი წლის წინ ე.წ. „ყინულის უდაბნო“ უდაბური ტყით იყო დაფარული. მცენარეების სიმაღლე რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევდა.

გეოლოგის, ერიკ გულბრენსონის, თქმით, ანტარქტიდაზე ტყე ჯერ კიდევ იქამდე იყო, ვიდრე დედამიწაზე პირველი დინოზავრი დადგამდა ფეხს.

სტატიის თანახმად, ანტარქტიდა გიგანტური კონტინენტის, გონდვანას ნაწილს შეადგენდა თანამედროვე აფრიკასთან, სამხრეთ ამერიკასთან, ავსტრალიასა და ინდოსტანის კუნძულთან ერთად. შესაბამისად, თანამედროვე ყინულოვან კონტინენტზე მილიონობით წლის წინ განსხვავებული, თბილი კლიმატი იყო.