bolo

ბოლო წლებში ქალები უფრო დიდ დროს უთმობენ მაკიაჟის გაკეთებას, კაცები კი – წვერის გაპარსვას

09.01.2018 | კვლევები, სიახლე

კაცების 8% წვერს ყოველდღიურად იპარსავს.
ქალების 18% იკეთებს მაკიაჟს ყოველდღე, ხოლო მათი უმრავლესობა (38%) მაკიაჟს არასდროს არ ატარებს.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია, თუ რამდენ დროს ხარჯავენ კაცები წვერის გაპარსვაზე, ხოლო ქალები – მაკიაჟის გაკეთებაზე. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 500-მა რესპონდენტმა.

1

როგორც აღმოჩნდა, ქართველი კაცების 3% არასდროს არ იპარსავს წვერს და მხოლოდ 7,9% მიმართავს ამ აქტივობას ყოველდღიურად.
იმ კაცების რაოდენობა, რომლებიც წვერს საერთოდ არ იპარსავენ, მათთან მიმართებაში, რომლებიც წვერს ყოველდღე იპარსავენ, დაახლოებით მსგავსი თანაფარდობით არის გადანაწილებული ასაკობრივ კატეგორიებში. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ წვერის არ გაპარსვა რომელიმე კონკრეტული ასაკის კაცებს უფრო მკვეთრად ახასიათებთ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალების უმრავლესობა – 38%, მაკიაჟს საერთოდ არ იკეთებს, 18%-ისთვის კი მაკიაჟის გაკეთება ყოველდღიური აქტივობაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ 18-34 წლის ასაკში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად ატარებენ მაკიაჟს, გაცილებით მეტია მათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ იკეთებენ მაკიაჟს. 35-54 წლის ქალებში ყოველდღიურად ამ აქტივობით დაკავებულთა რიცხვი უფრო მცირეა, ვიდრე მათი რაოდენობა, ვინც არასდროს არ ატარებს მაკიაჟს. 54 წლის შემდეგ ქალების მხოლოდ 2% აგრძელებს მაკიაჟის ყოველდღიურ ტარებას. ამ ასაკიდან ქალების 79% მაკიაჟს აღარ/არ იკეთებს.

2

თუ გადავხედავთ ზემოთ მოცემულ აქტივობებზე კაცების და ქლების მხრიდან დახარჯულ დროს, აღმოჩნდება, რომ ქალები მაკიაჟის გაკეთებაზე, კაცები კი წვერის გაპარსვაზე, საშუალოდ, ერთნაირ დროს ხარჯავენ – ერთ ჯერზე, დაახლოებით, 14 წუთს.

3

ის მოსაზრება, რომ კაცები წვერს დღეს უფრო იშვიათად იპარსავენ, არ არის მართებული. როგორც აღმოჩნდა, წლის განმავლობაში, კაცები საშუალოდ 1.4 დღეს ხარჯავენ წვერის გაპარსვაში, რაც ოდნავ აღემატება კიდეც 2006 წლის მონაცემს. ამ დროს იგივე აქტივობაზე საშუალოდ, 1.3 დღე იხარჯებოდა.
დღევანდელი მონაცემებით, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის კაცებს ცხოვრების 66 დღე წვერის გაპარსვაში აქვთ გატარებული – თითქმის 5 დღით მეტი ვიდრე 2006 წელს გამოკითხულ მამაკაცებს. ბოლო ათეული წლის განმავლობაში, მაკიაჟის გაკეთებისთვის დახარჯული დრო ქალების ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მკვეთრად გაზრდილია.

4

ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის ქალს ცხოვრების 75 დღე მაკიაჟის კეთებაში აქვს გატარებული. მაშინ, როცა 2006 წლის მდგომარეობით, ეს მონაცემი 34 დღე იყო.

5


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.