rsz_151222165507-christmas-lights-2015-tbilisi-super-169

ქართველების 87,3% ახალ წელს ოჯახურ გარემოში ხვდება

30.12.2017 | კვლევები, სიახლე

რესპონდენტების 30%-სთვის ახალი წლის შესახვედრად ყველაზე სასურველი ადგილი მშობლიური ქალაქია.
საზღვარგარეთის ქალაქებიდან კი ყველაზე ხშირად პარიზი დასახელდა (18,9%).

გაინტერესებთ როგორი სამზადისით და განწყობებით ხვდებიან ქართველები ახალ წელს? ამ სტატიის თემა წლევანდელი ახალი წელია.

1

გასაკვირი არ არის, რომ უმეტესობა საახალწლო სამზადისს ნაძვის ხის მორთვით იწყებს, ამიტომ საშობაო ნაძვის ხეს თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. მათგან დაახლოებით ნახევარი (49,3%), ტრადიციულად, ნაძვის ხესთან ერთად ჩიჩილაკსაც დგამს, მეორე ნახევარი კი (48%) – მხოლოდ ნაძვის ხეს.
რესპონდენტებიდან, რომლებიც წელს ნაძვის ხეს რთავენ, უმეტესობა ხელოვნურ ნაძვის ხეს დგამს (89,7%), 4,3%-ს ქოთანში ჩარგული ბუნებრივი ხე აქვს მორთული, ხოლო 3,7% მოჭრილ ნაძვის ხეს ყიდულობს. 2,3% საერთოდ არ დგამს ნაძვის ხეს.
როგორც აღმოჩნდა, ქართველები ყურადღებას ადევნებენ აღმოსავლურ კალენდარს. მათი 74% წლევანდელ ახალ წელს ძაღლთან დაკავშირებული სიმბოლოებით/ატრიბუტით ხვდება. ახალ წელს ქართველების უმრავლესობა ოჯახში ხვდება (87,3%), მეგობრების სახლში კი 6,7%. 3,3%- ია მათი რიცხვი, ვინც ახალი წლის ღამეს რესტორანში/ბარში ან საახალწლო კონცერტზე ატარებს.

2

გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ქართველების 30%-ს ახალი წლის შეხვედრა თავიანთ მშობლიურ ქალაქებში სურთ, დანარჩენებს კი – საზღვარგარეთ. მათ მიერ 3 ყველაზე ხშირად დასახელებული  ქალაქებია: პარიზი (18,9%), ნიუ იოკი (10,8%) და ლონდონი (3,7%).

რესპონდენტები საახალწლო განწყობას შესაბამის თემაზე გადაღებული ფილმების ყურებითაც იქმნიან.  როგორც აღმოჩნდა, ქართველების უმეტესობისთვის (37,9%) საყვარელი საახალწლო ფილმია – „მარტო სახლში“.

3