whatsapp

2018 წელს ზოგიერთი სმარტფონისთვის WhatsApp-ი მიუწვდომელი გახდება

28.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

WhatsApp-ის მესენჯერი 2018 წლის დასაწყისში ზოგიერთ სმარტფონში აღარ იმუშავებს. 1 იანვრიდან აპლიკაცია მიუწვდომელი იქნება ოპერაციული სისტემა Windows Phone 8.0-ის მქონეებისთვის, ასევე BlackBerry OS-ის და BlackBerry 10-ისთვის.

მესენჯერის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიდან WhatsApp-ი პოპულარული იყო BlackBerry-ს და Nokia-ს მფლობელებში, მაგრამ ახლა ამ ოპერაციული სისტემის მქონე ადამიანების რაოდენობა უმცირესობაშია.

2018 წლისთვის, სერვისი უარს იტყვის მოემსახუროს  Nokia S40-ს, ხოლო 2020 წელს Android-ის სისტემებს.