26024014_1762017930496066_2716206338591864585_o

Geofashionlab.com-ის ორდღიანი შოურუმი დასრულდა – მაკა ხუციშვილის შეფასებები

26.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

23-24 დეკემებერს „თბილისი გეით გალერიში“ Geofashionlab.com-ის შოურუმი გაიმართა. შოურუმზე წარმოდგენილი იყო  Geofashionlab.com-ზე  განთავსებული დიზაინერების პროდუქციის ორდღიანი საახალწლო გამოფენა-გაყიდვა. შოურუმის დასასრულს wom.ge-ს ემოციებს დიზაინერი და შოურუმის ორგანიზატორი მაკა ხუციშვილი უზიარებს.

25734353_382719828819204_8159859003134171257_o

– ეს იყო Geofashionlab.com-ის პირველი შოურუმი, ამიტომ ცოტა ვნერვიულობდით, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ვაპირებთ, რომ შემდეგ სეზონზე, გაზაფხულზე, უფრო მასშტაბური შოურუმი გავმართოთ, რომელსაც პრემიუმ დიზაინერებიც დაემატებიან.

25790919_382719722152548_2861317190042364593_o

– Geofashionlab-ი საერთაშორისო დონის პროექტია. რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯია გამართული შოურუმი საერთაშორისო თვალსაზრისით?

– 23-24 დეკემბერს შოურუმზე 20 დიზაინერი იღებდა მონაწილეობას, ტურისტული კუთხითაც ნაყოფიერი  დღეები გვქონდა, ტურისტებსაც გავაცანით, რომ ეს არის ონლაინ მაღაზია, პროდუქცია 170 ქვეყანაში ტრანსპორტირდება და რომ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით  ქართველი დიზაინერების საზღვარგარეთ პოპულარიზაცია ხდება.

25790979_382719555485898_4148166670522651173_o

- შოურუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დიზაინერის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი. ყველაზე მეტად რა პროდუქციაზე იყო მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა?

– მოთხოვნა და დაინტერესება პროდუქტის სხვადასხვა კატეგორიაზე იყო. შოურუმში იღებდნენ მონაწილეობას  ახალი ბრენდებიც.  მაგალითად MOODS collection,  11:11, Maryone  რომელთაც ჩანთების კოლექცია ჰქონდათ წარმოდგენილი, ასევე  ფეხსაცმლის ბრენდი „ვოლატო“, რომელიც ერთი წელია,  რაც  ქართულ ბაზარზე გამოჩნდა,  AURA Shoes, Georgian factory. G.T,  ახალ დიზაინერთან ერთად ცნობილი დიზაინერებიც იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც თბილისის მოდის  კვირეულზე მონაწილეეებიც არიან:  Atelie  Marta, Bulli, Tsite.

25734129_382719465485907_8508502089775438664_o

 – მაკა, შენ ქართველი მხატვრების პოპულარიზაციას ახდენ: მათი ნამუშევრები ტანსაცმელზე პრინტებად გადაგაქვს. ერთ-ერთი ასეთი მხატვარი ირაკლი ჩიქოვანია. შოურუმზე იყო პრინტებიანი ნამუშევრები წარმოდგენილი?

– კი, რა თქმა უნდა. წარმოდგენილი იყო ე.წ. „კაფსულა“ კოლექცია, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან დაპრინტული სამოსი ფერადია და წვიმის და ჯაზის თემაზეა აგებული. ე.წ. „კაფსულა“ კოლექციაში დაახლოებით ათი ასეთი მოდელი იყო წარმოდგენილი. შემდეგ კოლექციაში უკვე სხვა ქართველი  მხატვრის ნამუშევრებს გამოვიყენებ. ვფიქრობ, რომ  ამ კოლექციებით  პატარა წვლილს შევიტან  ქართველი მხატვრების  პოპულარიზაციაშიც. მხატვართა  წრეში გავიზარდე და ირგვლივ ბევრი მხატვარი მყავს იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა: პირველი კოლექცია გავაკეთე მხატვარ  დეიკოსთან, რომელიც ჩემი ბიძაშვილია და შემდგომში უკვე სხვა მხატვრებთანაც დავიწყე თანამშრომლობა.

 25791175_382719402152580_981659801689846618_o

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია? ხომ არ გიხილავთ ქართველი აუდიტორია რომელიმე მოდის კვირეულზე?

– უკვე მეორე მოწვევა მივიღე პარიზის მოდის კვირეულიდან. პირველი მოწვევის პერიოდში იაპონიის კოლექციაზე ვმუშაობდი და პარალელურად ქართველი დიზაინერების ონლიან მაღაზია geofashionlab.com  ჩემს ძალიან   დიდი ყურადღებას  მოითხოვდა, ფიზიკურად ვერ  შევძლებდი წასვლას.  მომდევნო პარიზის მოდის კვირეული ოქტომბერში გაიმართება, ჩვენი შოურუმის შემდეგ უკვე  ვიწყებ  ამ საკითხზე  მუშაობას.

25791140_382719475485906_7570216847299208789_o