rsz_women-and-men-shopping-2013-77

ტანსაცმლის ყიდვაზე კაცები ასაკში მეტ დროს ხარჯავენ, ქალები ნაკლებს

24.12.2017 | კვლევები, სიახლე

45 წლამდე ასაკის ქალები ტანსაცმლის ყიდვაზე 
დღეში თითქმის ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ, კაცებთან შედარებით.

თუმცა, 64 წლის შემდეგ, კაცები ამ აქტივობას მკვეთრად მეტ დროს უთმობენ
და სამოსის ყიდვას იმდენ დროს ანდომებენ, რა დროსაც
ამისთვის ახალგაზრდობაში, 25-34 წლის ასაკში ხარჯავდნენ.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია, თუ რამდენ დროს ხარჯავენ ადამიანები ტანსაცმლის ყიდვაზე. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 500-მა რესპონდენტმა.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ადამიანები ყოველდღიურად ტანსაცმლის ყიდვაზე ხარჯავენ საშუალოდ, 13 წუთს; ქალები – 16 წუთს, ხოლო კაცები – 10-ს.

45 წლამდე ქალები ტანსაცმლის შეძენაზე თითქმის ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ეს დრო ქალებისთვის, დღეში საშუალოდ, 19 წუთია.

1

საინტერესოა ქალებისა და კაცების მიერ ტანსაცმლის ყიდვაზე დახარჯული დროის განხილვა ასაკთან მიმართებაში. ქალებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც ტანსაცმლისყიდვისთვის განკუთვნილი დრო ასაკთან ერთად კლებულობს, მამაკაცები თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე, 64 წლამდე, ამ აქტივობისთვის დაახლოებით, თანაბარ დროსხარჯავენ, ხოლო 64 წლის შემდეგ ეს დრო იმატებს. ამ ასაკს გადაცილებული კაცები 3 წუთით მეტს ხარჯავენ სამოსის შეძენაზე, ვიდრე ქალები.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის განმავლობაში ადამიანი, საშუალოდ, 5.3 დღეს ტანსაცმლის ყიდვაში ატარებს. ამასთან, ქალები ამ აქტივობისთვის, საშუალოდ 7 დღეს, ხოლო კაცები – 3.2 დღეს ხარჯავენ.

ამ კვლევის მონაცემების 2006 წელს განხორციელებული მსგავსი კვლევის შედეგებთან შედარებით აღმოჩნდა, რომ 2006 წლის მდგომარეობით, ადამიანები წელიწადში ამ აქტივობაზეშედარებით მცირე დროს – 4 დღეს ხარჯავდნენ. ქალებისთვის ეს დრო, საშუალოდ – 4.6, ხოლო კაცებისთვის – 3.4 დღე იყო.

დღევანდელი მდგომარეობით, საერთო ჯამში,  ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის ადამიანს  245 დღე ტანსაცმლის შეძენაში აქვს გატარებული.

ეს დრო 2006 წლის მონაცემების მიხედვით,  იგივე აქტობისთვის დახარჯულ დღეებზე 40 დღით მეტია.

2


 

მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.