Untitled

ბრიტანული კაფე მომხმარებლებს ყავას სელფით სთავაზობს [ვიდეო]

21.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

selfieccino-ეს ყავის ახალი სახეობაა, რომელსაც ლონდონში მდებარე ბრიტანული ყავის სახლი Tea Terrace სტუმრებს სთავაზობს. ამის შესახებ Bussines Insider-ი წერს.

ყავა სელფის მოყვარულებისთვისაა: სპეციალურ აპარატს ყავაზე რძის ქაფი წინასწარ ატვირთული ფოტოს მიხედვით გადააქვს. პროცესს რამდენიმე წუთი სჭირდება.

სტუმრის გამოსახულებიანი ყავა სტანდარტულზე 2-ჯერ ძვირია. კერძოდ, მისი ფასი ექვსნახევარი ევროა.

პირველ სამ დღეში ყავის სახლმა 400-ზე მეტი ჭიქა ყავა გაყიდა, ხოლო ჰეშთეგი #Selfieccino ბრიტანულ სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა.