pjimage-4

Facebook-ი თქვენი ფოტოს ქსელში გამოჩენის შესახებ დათაგვის გარეშეც შეგატყობინებთ

20.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

სოციალური ქსელი Facebook-ი მომხმარებლებს შეტყობინებას გაუგზავნის იმის შესახებ, რომ მისი ფოტო ვიღაცამ ატვირთა. შეტყობინებას ისინი იმ შემთხვევაშიც მიიღებენ, თუ ფოტოზე არ მონიშნავენ. ამ სერვისისთვის Facebook-ი სახის ამოცნობის სისტემას გამოიყენებს.

მომხმარებელს, რომელსაც Facebook-ი ფოტოზე იპოვის, შეუძლია საკუთარი თავი მოინიშნოს, უარი თქვას ან აღნიშნოს, რომ ფოტოზე თავად არ არის.

თუ ფოტო საჯარო არ არის და მხოლოდ მეგობრებისთვის არის გამოქვეყნებული, ის შეტყობინებას ვერ მიიღებს.

გარდა ამისა, Facebook-ი სახის ამოცნობის სისტემას გამოიყენებს იმისთვის, რომ მომხმარებლებს შეატყობინოს იმის შესახებ, თუ მის ფოტოს ვინმე ავატარზე დააყენებს. ამ გზით სოციალურ ქსელს თვითმარქვიებთან ბრძოლა სურს.