wo

2017 წლის ყველა აქტიური სექტორები მედიაში

19.12.2017 | კვლევები, სიახლე

ქართული მედია არხები ჭარბად გვაწვდიან პოლიტიკურ, კრიმინალურ, სოციალურად საჭირბოროტო და ა.შ. ნეგატივით გაჯერებულ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მსგავსი ტიპის ნიუსები, სულაც არ იყოს მხოლოდ ნეგატივით აღსავსე და ქვეყნის კულტურულ, საერთაშორისო და ა.შ. განვითარებაზე მიუთითებდეს, ქართველი მსმენელისა და მკითხველის გონებაში, სიტყვა და სფერო „პოლიტიკა“, სასიამოვნო ემოციას ნამდვილად არ იწვევს.
ბიზნესი, ის კატეგრიაა, რომელიც ამრავალფეროვნებს მედიას და მეტად მიმართულია სიახლეზე, ინოვაციაზე, მეტად ქმნის მსმენელთა/მკითხველთა მოლოდინებს და რიგ შემთხვევაში ამართლებს მათ. თუ ამ მიმართულებითაც საკმარისზე მეტია ნეგატივი, რომელიც მედიის მიერ შუქდება, სამაგიეროდ, კომპანიების პიარ სამსახურების დაუღალავი შრომა, ნამდვილად შედეგიანია და წლის განმავლობაში, სწორედ რომ ბალანსი დაცულია პოლიტიკასა და არაპოლიტიკას შორის, ქართულ მედია სივრცეში. ე.წ. არაპოლიტიკური სფეროების დაჯგუფების შედეგად, აღმოჩნდა, რომ 32 ინდუსტრიის თაობაზე შუქდება აქტივობები. 21 სექტორი, საკუთარ მედია გამოვლინებების მოცულობებში, 2000-ზე მეტ სტატია/სიუჟეტს აერთიანებს, წლის განმავლობაში. სექტორები კი, რომელთა აქტივობა 2000 ნიუსს ვერ აჭარბებს, გაერთიანდა კატეგროიაში „სხვა“.

lst

როგორც მოსალოდნელი იყო, „ფინანსური“ სექტორი ყველაზე წარმომადგენლობითია და მთელი ბიზნეს გამოვლინების 35%, სწორედ ამ სფეროზე მოდის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ბანკები ყველა მიმართულებით, ყველაზე აქტიურნი არიან, ეს სრულიად ლოგიკურია.

მეორე და მესამე ადგილოსანი სექტორები „მშენებლობა“ და „ვაჭრობა“, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან პირველ ადგილს, თუმცა საკმაოდ აქტიურები იყვნენ წლის განმალობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ მიერ მოპოვებული 9%, 37 000 ერთეულ სტატია/სუჯტეზე მეტს ითვალისწინებს.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.