facebook instant article preview[6]

კვლევა: Facebook-ის სიახლეების მუდმივი თვალიერება ადამიანს განწყობას უცვლის

18.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Facebook-ის მკვლევარებმა, დევიდ გინზბერგმა და მოირ ბურკემ, განაცხადეს, რომ სიახლეების მუდმივი “სქროლვა” ნეგატიურად მოქმედებს მომხმარებლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ანალიზის შედეგები გამოქვეყნებულია ნაშრომში: “შეუძლია თუ არა სოცქსელებში გატარებულ დროს ზიანი მოგვაყენოს”. ვრცლად კვლევას გამოცემა techcrunch-ი აქვეყნებს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ჩაატარეს სოციალური ექსპერიმენტი. ერთ ჯგუფს 10 წუთის განმავლობაში სიახლეებზე თვალის მიდევნება სთხოვეს, ხოლო მეორე ჯგუფს პოსტების გაზიარება და მეგობრებთან მიმოწერა. იმ სტუდენტების განწყობა, რომლებიც მხოლოდ ახალ ამბებს კითხულობდნენ უფრო ცუდი იყო, ვიდრე იმათი, ვინც მეგობრებს ელაპარაკებოდა.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მუდმივად სხვების შესახებ ამბების კითხვა, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.