42121f00ffc451d0c288e11c1f28cbd4_XL

National Geographic-მა თბილისი ტურისტებისთვის საინტერესო ადგილების სამეულში შეიყვანა

13.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ტურისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ადგილები დასახელდა. მოგზაურებისთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილების შესახებ ინფორმაციას ჟურნალი National Geographic-ი აქვეყნებს.

პირველ ადგილზეა ეთიოპიაში მდებარე ქალაქი ჰარარი. ამ ქალაქში ჩასულ ტურისტებს შეუძლიათ, დაათვალიერონ უძველესი მეჩეთები, დააგემოვნონ საუკეთესო ლუდი და ყავა. ასევე, საინტერესოა ისიც, რომ ქალაქში ღამით გველები დადიან, რომელსაც სპეციალურად კვებავენ.

მეორე ადგილზეა არგენტინის ქალაქი ჟუჟა. მისი ღირშესანიშნაობები იუნესკოს ძეგლთა სიაშია შესული. ქალაქი ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9000 წლის წინ დაარსდა.

მესამე ადგილზე ჟურნალი საქართველოს დედაქალაქ თბილისს ასახელებს და წერს, რომ ტურისტებმა ეს ქალაქი მისი განსხვავებული არქიტექტურის, სამზარეულოსა და მოსახლეობის სტუმართმოყვარეობის გამო უნდა მოინახულონ.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ავსტრალიის ქალაქი სიდნეი და მექსიკის ქალაქი ოახაკაა დასახელებული. ქალაქების ათეულში მოხვდნენ ვენა, კუნძული ოაჰუ ჰავაიზე, იორდანია და დუბლინი.