ამაზონი

Google და Amazon-ი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

08.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Amazon-სა და Google-ს რამდენიმე პროდუქტის გამო, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, უთანხმოება მოუვიდათ. ამის შესახებ BBC-ი წერს.

იქიდან გამომდინარე, რომ Amazon-თან რიგ საკითხებზე თანამშრომლობას ვერ მიაღწია, Google-მა Amazon-ის ზოგიერთი მოწყობილობილობისთვის Youtube-ის ჩვენება შეზღუდა.

Google-მა 5 დეკემბერს Youtube-ზე წვდომა შეზღუდა ამაზონის Echo Show-ს მოწყობილობაში, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გამოვიდა.

Google პირდაპირ ამბობს, რომ კონკურენტის მოწყობილობებზე YouTube-ის დაბლოკვის ახალი გადაწყვეტილება უკავშირდება Amazon-ის უარს თანამშრომლობაზე. კერძოდ, ინტერნეტ მაღაზია უარს აცხადებს გაყიდოს “ჭკვიანი სვეტი” Google Home, აგრეთვე ტელევიზორის ნაწილი Chromecast-ი.

გარდა ამისა, Amazon-მა ნოემბერში უარი განაცხადა Google-ს კუთვნილი კომპანიის Nest-ის პროდუქციის ნაწილის გაყიდვაზე.

Google-ში იმედოვნებენ, რომ Amazon-თან შეთანხმებას მალე მიაღწევენ და პრობლემა მოგვარდება.

დასავლური მედია კი ორივე კომპანიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ შორის არსებული კონფლიქტი მომხარებლებს აზარალებს.