fifty-shades

“გრეის 50 ელფერი” ყველა დროის ყველაზე მოსაწყენ ფილმად დასახელდა

07.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

ბრიტანელმა კინოკრიტიკოსებმა და კინომოყვარულებმა ყველა დროის ყველაზე მოსაწყენ ფილმად ეროტიკული მელოდრამა “გრეის 50 ელფერი” დაასახელეს. ამის შესახებ NME წერს.

ანტირეიტინგში მეორე ადგილზეა “ალქაჯი ბლერიდან”, მესამე ადგილი კი “ვარსკვლავური ომების” პირველმა ეპიზოდმა დაიკავა.

პირველ ათეულში ასევე მოხვდა ფილმები: “კუზიანი მთა”, “ტრანსფორმერები”, “ფოსტალიონი”, “არტისტი”, “ავსტრალია”, “ვანილის ცა” და “7 წელი ტიბეტში”.