youtube1

Youtube ექსტრემისტული ვიდეოების გავრცელებაზე კონტროლს გაამკაცრებს

06.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

2018 წელს Youtube-ზე ექსტრემისტულ ვიდეობზე კონტროლის პროცესში Google-ს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთვება. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ვიდეოსერვისის ხელმძღვანელის სიუზან ვოიჩიცკის განცხადებით, Youtube-ს ხშირად იყენებენ მანიპულაციებისთვის, შეურაცყოფისა და აგრესიითვის, რასაც რეალური საფრთხის გამოწვევა შეუძლია.

ივნისიდან Google-ს კუთვნილი ვიდეოსერვისი ექსტრემისტული ვიდეოების გამოსავლენად ახალ ტექნოლოგიას იყენებს, რომლის დახმარებიდაც ვებგვერდიდან 150 000-ზე მეტი ვიდეორგოლი წაიშალა.