11_app 200

პირველი sms-შეტყობინების გაგზავნიდან 25 წელი გავიდა

05.12.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

პირველი sms-შეტყობინების გაგზავნიდან 25 წელი გავიდა. ნეილ პაპვორთიმ შეტყობინება თავის კოლეგას გაუგზავნა, რომელიც ტელეკომუნიკაციის კომპანია Vodafone-ში მუშაობდა.

მასში ეწერა: “ბედნიერი შობა” (Marry Christmas).

პაპვორთის თქმით, პასუხი მას არ მიუღია. 1992 წელს ტელეფონებს sms-ის მიღება შეეძლოთ, თუმცა გასაგზავნად კომპიუტერი იყო საჭირო.

sms-ები პოპულარული მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისისთვის გახდა. სწორედ მაშინ მოაწესრიგეს მობილური კავშირის ოპერატორებმა მოკლე ტექსტური შეტობინებების გაცვლა.