AppleFaceIDtricked-580x358

ვიეტნამელებმა iPhone X-ის Face ID-ი ნიღბის დახმარებით განბლოკეს

29.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, ვიდეო, სიახლე

ვიეტნამური კვლევითი კომპანიის სპეციალისტებმა iPhone X-ის დაცვის სისტემა Face ID-ის ნიღბის დახმარებით გატეხეს. ვიდეო Youtube-ზე გამოქვეყნდა.

ვიდეოში დეტალურად ნაჩვენებია სმარტფონის პარამეტრები. კერძოდ, კომპანიის სპეციალისტმა Face ID-ის დასაბლოკად საკუთარი სახე გამოიყენა, თუმცა განბლოკვა ნიღბის დახმარებით მოახერხა.

Apple-მა iPhone X 12 სექტემბერს, პრეზენტაციაზე iPhone 8 და 8 Plus-თან ერთად წარადგინა. სმარტფონს დაცვის ახალი სისტემა Face ID აქვს. iPhone 8-ის მიმართ მყიდველების ინტერესი დიდი არ აღმოჩნდა, რაც სპეციალისტებმა iPhone X-ის მოლოდინით ახსნეს.

iPhone X-ის გაყიდვა საქართველოში 6 ნოემბრიდან დაიწყო.