how-do-tv-ratings-work-1929873556-oct-17-2012-1-600x400_580x326

ყველაზე რეიტინგული 15 გადაცემა

28.11.2017 | მედია რეიტინგი, სიახლე

საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის-კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 2017 წლის სამი კვარტლის ყველაზე რეიტინგულ 15 გადაცემას. ტოპ 15 გადაცემაში მოხვდა იმედის 5 და რუსთავი2-ის 10 გადაცემა. შედეგები გაანალიზებულია სამიზნე აუდიტორიისათვის 18+ და გადაცემების შედეგები მოცემულია მათი წმინდა ქრონომეტრაჟის მიხედვით. პირველ ადგილზე გავიდა მეგაშოუ „ნიჭიერი“-ს 30 იანვრის გასვლა, რომლის რეიტინგმაც 28,17% შეადგინა. მეორე ადგილზე ასევე მეგაშოუ „X ფაქტორი“ გავიდა, რეიტინგით 25,43%. მესამე ადგილზეა „კომედი შოუს და ვანოს შოუს საახალწლო კონცერტი“ რომელიც ეთერში 2 იანვარს გავიდა და 24,15% რეიტინგი ჰქონდა. მეოთხე ადგილზეა გადაცემა „პროფილი“-ს 4 მაისის გასვლა, რეიტინგით 23,40%. მეხუთე ადგილზე კი ანიმაციური ფილმი „ქერის უბანი“ გავიდა, რეიტინგით 22,75%.

დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1:

Untitled

პირველი სამი კვარტლის მიხედვით შედგენილ ტოპ 15 გადაცემას შორის მოხვდა სხვადასხვა ტიპოლოგიის გადაცემები: მეგაშოუები, კონცერტი, შოუ-პროგრამები, საინფორმაციო გადაცემები და სერიალები. ყველაზე რეიტინგულ სერიალებს შორის მოხვდა 2 ქართული სერიალი: „ჩემი ცოლის დაქალები“ და „10 წლის შემდეგ“ და აგრეთვე 3 თურქული სერიალი: „მოპარული ცხოვრება“, რომელიც ეხლაც გადის და სერიალები „ნამსხვრევები“ და „ძმა“ რომლებიც უკვე დასრულდა. ანგარიშში მოხვედრილი ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემების საუკეთესო გასვლები ძირითადად დაფქსირდა ზამთრის და გაზაფხულის სეზონის განმავლობაში, როცა ტრადიციულად მაღალი სეზონური ტელეყურება ფიქსირდება. შემოდგომის სატელევიზიო სეზონზე გასული გადაცემებიდან ტოპ 15 გადაცემას შორის მხოლოდ სერიალი „ძმის“ 21 სექტემბრის გასვლა გავიდა მე-15 ადგილზე. ვინაიდან წლის შედეგების შეჯამებისთვის მხოლოდ ბოლო კვარტლის მონაცემების დამატება იქნება საჭირო ანალიზისას, მაღალი ალბათობით ამ ანგარიშში მოხვედრილ გადაცემებს დიდი შანსი აქვთ მოხვდნენ წლის ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემათა ათეულში.