bat

ბათუმი ტურისტული გზამკვლევის “Lonely Planet“ გამოცემაში

08.04.2015 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

“Lonely Planet“ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული გზამკვლევი, რომელიც მომხმარებელს ტურისტული მარშრუტების დაგეგმვაში ეხმარება, თავის ერთ-ერთ ბოლო გამოცემაში შავი ზღვის აუზის ღირშესანიშნაობებზე საუბრობს.

გამოცემის გზამკვლევში, თურქეთის ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც ეთმობა ადგილი. როგორც ცნობილია, საქართველოში სტუმრობისას “Lonely Planet“ – ის ჟურნალისტს, სტივ ფელონს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.

ჟურნალისტმა აჭარის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები დაათვალიერა და ნაციონალური კერძები, ღვინოსთან ერთად, დააგემოვნა. მისი თქმით, საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. გამოცემაში ის ყურადღებას  ბათუმის ბულვარზე, ბოტანიკურ ბაღზე, ანბანის კოშკსა და გონიო-აფსაროსის  ციხეზე ამახვილებს.