huawei_300x250

Huawei-ის ხელმძღვანელი Apple-ს მადლობას უხდის

27.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Huawei-ის პრეზიდენტი და დამფუძნებელი რენ ჟენფეი იაპონიის კვლევით ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და კომპანია Apple-ს ტექნოლოგიის სფეროში განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას TechNode-ი ავრცელებს.

ჟენფეის თქმით, Apple-მა სამი ერა დაიწყო: წარმოადგინა პირველი პერსონალური კომპიუტერი, ფოტოს დამუშავების პირველი ტექნოლოგია და პაროდუქტები: iPhone და iPod Touch. იაპონელმა განაცხადა, რომ Apple-ის გარეშე წარმატებას, ვერც Huawei მიაღწევდა.

აღსანიშნავია, რომ Huawei-მ 2017 წლის რეიტინგის მიხედვით Apple-ს გაასწრო და Samsung-ის შემდეგ, მეორე ადგილი დაიაკვა.