IMG_8967

მარტივად ასაწყობი 9 კვ. მეტრის ფართობის კოტეჯები

24.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Do It Yourself – ანუ გააკეთე თავად, – სლოგანივით მჟღერი ფრაზა მარტივად ასაწყობ 9 კვ. მეტრის კოტეჯების შესახებაა, რომელიც 5 000 ლარიდან შეგიძლიათ, შეიძინოთ და kote.ge პირადად მოგიტანთ სახლში. 

– ჩვენი კოტეჯების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ კოტეჯი DIY ტიპისაა, რაც ასე იშიფრება – Do It Yourself, ანუ გააკეთე თავად. ეს მოიაზრებს იმას, რომ ჩვენი კოტეჯის აწყობა არ უნდა საჭიროებდეს სპეცმომზადებას ან მძიმე ტექნიკას და უნდა იყოს ძალიან მარტივი. აქედან გამომდინარე, ჩვენი კოტეჯი ძალიან მცირე ფართობისაა. შესაძლებელი უნდა იყოს, რომ ადამიანმა თავისი ხელით ააწყოს კოტეჯი. ეს პროტოტიპი 9 კვ.მ-იანი კოტეჯისას ვცადეთ და გამოვიდა, ასევე უნდა ვცადოთ 12 კვ.მ-იანი კოტეჯის აწყობა. იმის შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ კოტეჯი არ არის ძალიან მძიმე და შესაძლებელი იქნება მისი DIY ტიპის შენარჩუნება, ამ 12 კვ. მ-იანსაც გავუშვებთ წარმოებაში. სამომავლოდ, ალბათ უფრო დიდი ფართობისასაც გავაკეთებთ, მაგრამ ეს პრინციპი არ უნდა დაგვერღვეს.

თუ ადამიანი შეიძენს ჩვენს კოტეჯს, ჩვენ მივუტანთ დანიშნულების ადგილზე, თუმცაღა შეუძლია მომხმარებელს თავადაც წაიღოს. ჩვე კოტეჯებს დაშლილ მდგომარეობაში ვყიდით, ყუთებში და მომხმარებელს შეუძლია, მოვიდეს ჩვენთან და თვითონვე წაიღოს ეს ყუთი, დადგას საჭირო ადგილას და ააწყოს. ჩვენს სერვისში ტრანსპორტირება და კოტეჯის აწყობაც შედის.

რაც შეეხება ფართობის სიმწირეს, ვმუშაობთ კოტეჯების ერთმანეთთან დაკავშირების პრინციპზე, რაც მოგვცემს საშუალებას, თუ დიდი ფართი გვინდა, რომ გვქონდეს, დიდი კოტეჯი კი არ გავაკეთოთ, ორი კოტეჯი დავუკავშიროთ ერთმანეთს ან დერეფნით, ან საერთოდ კედლით. ამ პრინციპით, შეიძლება 9 კვ.მ-იანი ფართობი მივუერთოთ 12 კვ.მ-იან კოტეჯს.

IMG_8968

– რა მასალას იყენებთ კოტეჯების ასაგებად?

– კოტეჯის ძირითადი შემადგენლები არის ხის კარკასი, ე.წ. „სენდვიჩ პანელები“, რომლებიც მზადდება OSB (Oriented Structure Board). ეს ხის კარკასი ამ „სენდვიჩ პანელშია“ მოყოლებული გამყარების უზრუნველსაყოფად. დანარჩენი თითქმის ყველაფერი არის ჩვეულებრივ სამშენებლო ფუნქციებით, დაწყებული საკომუნიკაციო სისტემით, დამთავრებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით. გაყვანილობა, სანტექნიკა, გადახურვა, იატაკის მოპირკეთება, ავეჯის დეტალები, ტიხრები, ანტრესოლი – ყველაფერი ფუნქციური და ტრადიციული მოდელია.

 

– კოტეჯი ხანგრძლივი პერიოდით საცხოვრებლად გამოყენებადია?

ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი „სენდვიჩ პანელები“. ეს მოდელი ცნობილია იმით, რომ ძალიან მყარია და კარგი მონაცემები აქვს თბო და ბგერითი იზოლაციის მიმართულებით. ძირითადად, ვიყენებთ 70 მმ-იანი სისქის „სენდვიჩი“, ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 30 კვ.მ-ის ფართობის მქონე კოტეჯებზე. ჩვენი „სენდვიჩ პანელები“ შედარებით თხელია, თუმცა ის ფაქტი, რომ კოტეჯები ძალიან პატარაა, ამას აბალანსებს. აღნიშნული „სენდვიჩ პანელები“ სრულიად საკმარისია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხული კლიმატური პირობებისთვის. ეს კოტეჯები ნებისმიერი სახის გათბობა-გაგრილებას ექვემდებარება, შესაძლებელია როგორც ცენტრალური, ასევე ლოკალური გათბობის სისტემის მონტაჟი. ის მასალები, რომლებსაც კოტეჯების ასაშენებლად ვიყენებთ, სერტიფიკატების მიხედვით, არააალებადია და ამ მიზნით დამუშავებულია. OSB-ც და EPS-იც არ იწვის, ხანძრის შემთხვევაში, უბრალოდ დნება და ეს მასალები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

 

IMG_8995 – კომუნიკაციებთან მიმართებით რამდენად მოხერხებულია კოტეჯი?

– ყველა საკომუნიკაცია სისტემა: კანალიზაცია, წყალი, გაზი, ინტერნეტი ჩვეულებრივ უერთდება კოტეჯს, თუ კოტეჯს ვდგამთ მიწის ნაკვეთზე, სადაც კომუნიკაციები არსებობს, აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიერთებადია კოტეჯი ამ სისტემებზე, მაგრამ არსებობს ე.წ. ავტონომიური საკომუნიკაცია სისტემები, მაგალითად, მზისა და ქარის ელემენტები, ან ბიონარჩენგადამამუშავებელი სისტემები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ამ კომუნიკაციებზე დამოკიდებული, ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის ასევე გვექნება შეთავაზებული. ჩვენს პლატფორმაზე განთავსდება მზის ენერგიაც, ბიონარჩენგადამამუშავებელი სისტემებიც და ყველა სხვა საჭირო მოწყობილობები.

 

- ვინაიდან კოტეჯი სულ რაღაც 9 კვ.მ-ის ფართობისაა, მასზე მეორე კოტეჯის დაშენება რამდენად შესაძლებელია?

– ამ ეტაპზე, კონსტრუქცია დაშენების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ არ არის გამორიცხული, მომავალში შევიმუშავოთ ისეთი მოდელები, რომ ასეთი ვარიანტიც იყოს შესაძლებელი.

 

– რა ღირს უკვე აშენებული კოტეჯი?

– საბაზო მოდელის ღირებულება 5 000 ლარია. ამ საბაზო მოდელის დაკომპლექტებაში შედის კოტეჯის 7 სეგმენტი: 4 კედელი, 2 სახურავი და იატაკი, 1 კარი, 1 ფანჯარა, 4 ფეხი, რაზეც კოტეჯი იდგმება და საძირკვლის პრობლემას ხსნის. რაც შეეხება საექსპლუატაციო ვადას, ჩვენს კოტეჯებს 5-დან 10-წლამდე გარანტია აქვს.