Google

Google-ი Android-ის მომხმარებლებს უთვალთვალებს

23.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობები, მფლობელების ლოკაციის შესახებ ინფორმაციას Google-ს უგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Quartz-ი ავრცელებს.

მსგავსი ინფორმაცია ამოღებული სიმკარტის და გეოლოკაციის პროგრამის გამორთვის შემთხვევაშიც გროვდება.

Quartz-ის ჟურნალისტებს Google-ში, Cell ID-ის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. ინფორმაციის შეგროვება კომპანიის ცნობით, 2017 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

ამასთან კომპანიამ ხაზი გაუსვა იმას რომ Cell ID-ის ინფორმაცია მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ გაუმჯობესდეს ტექსტური შეტყობინებების სისწრაფის ხარისხი, ხოლო თავად ინფორმაცია არ ინახება. Google-ში აცხადებენ, რომ 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, ინფორმაციის შეგროვებას შეწყვეტენ.

Cell ID-ის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ადგილმდებარეობის გარკვევა და მისი გადაადგილებს მარშრუტზე თვალთვალი.