DSC_9327

Click Studio – მომხმარებელზე მორგებული დაუვიწყარი ფოტოსესია

20.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

თბილისში ახალი წლის სამზადისი ნელ-ნელა აქტუალური ხდება. გემრიელი ნუგბარის და ლამაზი დეკორაციების გარდა ხალხი საახალწლო ფოტოსესიებისთვისაც ემზადება.

Click Studio სწორედ ამ მიზნით სიახლეებს გაგაცნობთ, თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ გარდა საახალწლო ფოტოსესიისა, თავისუფლად შეგიძლიათ, ანდოთ თქვენი საქორწილო თუ სტუდიური ფოტოსესია გამოცდილ და ხარისხიან ფოტოგრაფებს.

 

- როდის შეიქმნა Click Studio? ვინ მიიღო მონაწილეობა მის შექმნაში და საიდან გაჩნდა იდეა?

– Click Studio შეიქმნა 2017 წლის აპრილში, სააღდგომო ფოტოსესიების სერიით დავიწყეთ. სტუდიის დამფუძნებლები ვართ სამნი, დიდი ხნის მეგობრები. იდეა დიდი ხანია გვქონდა, ვარ მოყვარული ფოტოგრაფი, ჩემი პარტნიორი 17 წელია, ღონისძიებების მართვას უძღვება, ბაზარზე იყო და არის მოთხოვნა მომხმარებელზე ორიენტირებული და მაღალი ხარისხის მომსახურეობაზე.

 

- რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს? მხოლოდ სტუდიურ ფოტოებს იღებთ? გადიხართ ლოკაციებზე?

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ფოტო მომსახურებას და „პირადი ფოტოგრაფის“ სერვისს. მათთვის, ვისაც სურს ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთების დაფიქსირება. მოგემსახურებათ პროფესიონალი ფოტოგრაფი სახლში, აგარაკზე, პარკში, საბავშვო ბაღში, სკოლაში ან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ადგილას. ჩვენ ვქმნით ახალშობილების, ბავშვების და ოჯახის პროფესიონალურ პორტრეტებს, ვიღებთ ნებისმიერი ასაკის ბავშვებს, უფროსებს, ჯგუფებს, ორსულ ქალბატონებს, ვამზადებთ ბიზნეს გუნდების პორტფოლიოს, ვიღებთ ქორწილებს, ნიშნობებს, დაბადების დღეებს, ნათლობას, making of და ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას.

 

- როგორია თქვენი შეთავაზებები?

გამოვირჩევით თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით, ვთავაზობთ მომხმარებელს კომფორტულ ფოტოსესიებს, რომლის დროსაც მომხმარებელს აქვს საშუალება ისიამოვნოს ფოტოგადაღების პროცესით.

 

– გარდა ფოტომომსახურებისა, რას სთავაზობთ მომხმარებელს?

გარდა ფოტომომსახურებისა ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის ღონისძიების დაგეგმვას და მართვას, ე.წ. „One Stop მომსახურებას“, რომელიც მოიცავს ღონისძიების სრულ მართვას. მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის მოთხოვნებს და ვცდილობთ, ყოველი ღონისძიება იყოს განსაკუთრებული და გამორჩეული.

 

- საახალხლოდ რა გეგმები გაქვთ? აქციებს თუ გეგმავთ?

– ახალი წელი ყველასთვის საყვარელი პერიოდია. ნოემბრიდან დავიწყეთ საახალწლო ფოტოგადაღებების სერია, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ვეპატიჟებით ყველა ასაკის ადამიანს და ვთავაზობთ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს და საუკეთესო ხარისხის ფოტოებს. ვმუშაობთ, ასევე, რამდენიმე კომპანიის საახალწლო კორპორატიულ საღამოზე.

მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე დეკემბრის თვეში ვგეგმავთ საახალწლო აქციებს, რომლის შესახებაც ჩვენი მომხმარებელი ჩვენი FACEBOOK და ინსტაგრამის გვერდებიდან შეიტყობს. https://www.facebook.com/clickstudio888/  #clickstudio888

ჩვენ მისიაა, ხანგრძლივ მოგონებად ვაქციოთ თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტები.

Click Studio – მისამართი: ჯიქიას ქ#1, 15-ე კორპუსი, 2-სადარბაზო; ტელ 514 168 861