rsz_educ

მასწავლებელთა 49% ფიქრობს, რომ სკოლაში სქესობრივი განათლება უნდა ისწავლებოდეს

17.11.2017 | კვლევები, სიახლე

მასწავლებელთა უმრავლესობის აზრით (47%), სექსუალურ განათლებას
სკოლაში ფსიქოლოგი უნდა ასწავლიდეს.
ამ საკითხის სწავლების დასაწყებად კი ყველაზე მიზანშეწონილი
VIII-X კლასებია.

 

მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყანაში ჯერ კიდევ საკამათოა უნდა იქცეს თუ არა სექსუალური განათლება ფორმალური განათლების ნაწილად, ზოგადად, სქესობრივი ცოდნის შეძენასა და ადამიანის სექსუალობის შესახებ სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებისთვის, სქესობრივი განათლების მნიშვნელოვნება უდავოა.

„აიფიემ კვლევები“  ამ საკითხთან დაკავშირებით მასწავლებლების მოსაზრებით დაინტერესდა. საქართველოს მასშტაბით, მე-9-მე-12 კლასების მასწავლებლებთან[1] ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1216-მა პედაგოგმა.

გამოკითხულ მასწავლებელთა თითქმის ნახევარი (49%) მიიჩნევს, რომ სკოლებში მოსწავლეებისთვის სექსუალური განათლების მიღება აუცილებელია, 38%-ს კი საპირისპირო მოსაზრება გააჩნია. მასწავლებელთა მნიშვნელოვან ნაწილს – 13%-ს, კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა (იხილეთ გრაფიკი #1).

1

კითხვას, თუ რომელი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს სექსუალური განათლება, მასწავლებლები არაერთგვაროვნად პასუხობენ. 19% ცალსახად არ უჭერს მხარს მოსაზრებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ საკითხის სწავლების შესახებ, 12%-ს კი კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. მათგან, რომლებმაც სექსუალური განათლების სწავლების დასაწყებად კონკრეტული კლასები დაასახელეს, უმეტესობა მე-8, მე-9 და მე-10 კლასებიდან მიიჩნევს ამ საკითხის სწავლებას მიზანშეწონილად (იხილეთ გრაფიკი #2).

2

მასწავლებლების უმეტესობის აზრით, სქესობრივი განათლების შესახებ შესაბამის საგანს/თემას ფსიქოლოგი უნდა ასწავლიდეს (47%), პასუხების შედარებით ნაკლები რაოდენობა მოდის ექიმზე (27%) და ბიოლოგიის მასწავლებელზე (24%) (იხილეთ გრაფიკი #3).

3

[1] STEM საგნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლებლები


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.