Untitled

2017 წლის საუკეთესო გამოგონებები დასახელდა

17.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა ექსპერტების მიერ შედგენილი 2017 წლის 25 საუკეთესო გამოგონების სია გამოაქვეყნა. მათ შორისაა, ქალის სპორტული ჰიჯაბი, რომელიც კომპანია Nike-მა დაამზადა. მის შექმნაში მონაწილეობას ღებულულობდნენ მუსლიმი ქალები, მათ შორის ფიგურული სრიალის ჩემპიონი ზაჰრა ლარი. მოდელის შექმნას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. სულ სამ ფერშია გამოშვებული: შავი, ვერცხლისფერი და ობსიდიანისფერი.

ტექნოლოგიურ ინოვაციებთან ერთად სიაში ასევე მოხვდა მომღერალი რიანას კოსმეტიკური ხაზი. მან 20 სხვადასხვა ფერის ტონალური საშუალება, სხვადასხვა ფერის წარმომადგენელ ქალებს შესთავაზა.

2017 წლის საუკეთსო გამოგონების სიაშია ტექნოლოგია, რომელიც ჭიქაში წყალს აცხელებს, ლიფტი, რომელიც არამხოლოდ ზემოთ ადის ან ქვემოთ ჩამოდის, არამედ მარჯვინვ და მარცხნივ გადაჰყავს მგზავრები. Apple-ის ახალი სმარტფონი iPhone X, მარსზე გაშვებული ახალი როვერი და სხვა.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.