untitled-design-10

“გალერია თბილისში” H&M-ის მაღაზია გაიხსნა

17.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

თავისუფლების მოედანზე მდებარე “გალერია თბილისში” H&M-ის მაღაზია გაიხსნა. გახსნის დახურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მხოლოდ მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ოფიციალურად კი მაღაზია 18 ნოემბერს 12 საათზე გაიხსნება.

H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. კომპანია 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes ერქვა, რაც შვედურად “ქალის”-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღეს, H&M-ს მსოფლიოს 29 ქვეყანაში 1300-ზე მეტი მაღაზია აქვს.

სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” H&M-ის გარდა, Calvin Klein Jeans, Armani Exchange, Lagerfeld, Lacoste, Guess, Trussardi, United Colors of Benetton, IKKS, Roman და სხვა ბრენდები იქნება წარმოდგენილი. სავაჭრო ცენტრში ასევე იქნება კომპანია Apple-ის ოფიციალური პრემიუმ რისელერი.

“გალერია თბილისის” საერთო ფართი 55, 000 კვადრატული მეტრია.