pok

Pokemon Go-ს შემქმნელები მსგავს თამაშს ჰარი პოტერზეც შექმნიან

10.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის Pokemon Go-ს შემქმნელი კომპანია Niantic Labs-ი ანალოგიურ თამაშს “ჰარი პოტერის” შესახებაც გააკეთებს. ინფორმაციას The Verge-ი ავრცელებს.

ახალი თამაშის სახელწოდება უკვე ცნობილია და მას “ჰარი პოტერი: ოსტატების გაერთიანება” (Harry Potter: Wizards Unite) ერქმევა.

“თამაშში ჩართულები “შეისწავლიან” შელოცვებს, უკეთ გაეცნობიან თავიანთ რაიონებსა და უბნებს, შეხვდებიან ლეგენდარულ ურჩხულებს და სხვა მომხმარებლებთან ერთად მათ დამარცხებას შეეცდებიან,” – აცხადებენ კომპანიაში.

Pokemon Go-ს აპლიკაცია გასულ წელს გაეშვა, მას შემდეგ აპლიკაციას 750 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს. თამაში სმარტფონებისა და GPS სისტემის მქონე მოწყობილობებზეა გათვლილი.