23365063_10214735083557142_1283915006_n

ფოტოების ხარისხის გაუმჯობესების სერვისი შეიქმნა

09.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ესტონელმა პროგრამისტებმა ცუდი ფოტოების ხარისხის გაუმჯობესების სერვისი შეიმუშავეს. როგორც The Next Web-ი წერს, ვებგვერდს სახელმწოდებით Let’s Enhance უხარისხო ფოტოები ჩატვირთვის ველში გადააქვს,  ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ  რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს მომხმარებელს.

გამოსახულების გასაუმჯობესებლად ექსპერიმენტები უკვე ჩაატარეს Google-ის და მაქს პლანკის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარებმა. ეს ახალი პროექტი უკვე არსებულისგან იმით განსხვავდება, რომ აუდიტორიის ფართო ფენებზეა გათვლილი და რიგით მომხმარებელს უფასო სერვისს სთავაზობს.