apple-icon-apple

Apple-ი სხვისი გამოგონების მითვისებაში დაადანაშაულეს

09.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ებრაულმა კომპანია Corephotonics-მა კორპორაცია Apple სხვისი გამოგონების უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულა. საპატენტო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სარჩელი სასამართლოშიო უკვე შეტანილია. ამის შესახებ Verge წერს.

საუბარია iPhone 7, Plus-ისა და iPhone 8 Plus-ის სმარტფონებში ორმაგი კამერის ტექნოლოგიის გამოყენებაზე. Corephotonics-ის მტკიცებით, გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Apple-თან სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და შეთანხმება, რომელიც ამერიკული კომპანიისთვის სტარტაპის შემუშავებაზე სალიცენზიო უფლებების გადაცემას ითვალისწინებდა, არ გაფორმებულა.

მიუხედავად ამისა, 2016 წელს iPhone 7 Plus-ი, მოგვიანებით კი iPhone 8 Plus-ი გამოვიდა, რომლებშიც ორმაგი კამერის ტექნოლოგია იყო გამოყენებული.

კომპანია Corephotonics-ი არა მხოლოდ ფულად კომპენსაციას, არამედ ამერიკული კორპორაციის მიერ საკუთარი გამოგონების გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

Corephotonics-ი 2012 წელს თელ-ავივის უნივერისტეტის პროფესორმა დევიდ მედლოვიჩმა დაარსა. სტარტაპის მიმართულებაა სმარტფონებისთვის ორმაგი ფოტო და ვიდეოკამერების წარმოება.