problema 1

სტივენ ჰოკინგმა კაცობრიობის გაქრობის ვადა დაასახელა

08.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ბრიტანელი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, კაცობრიობა 2600 წლისთვის გაქრება. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ცივილიზაციას ჭარბი მოსახლეობა და ენერგიის მოხმარების ზრდა ემუქრება, რაც დედამიწას “ცეცხლოვან ბურთად” აქცევს.

მეცნიერის თქმით, კატასტროფის თავიდან არიდება მოსახლეობის სხვა პლანეტაზე გადასახლებით არის შესაძლებელი. სტივენ ჰოკინგი ასეთ ადგილად ალფა კენტავრს მიიჩნევს, სადაც ცივილიზაციას შეუძლია კიდევ მილიონი წელი იცხოვროს.

ჰოკინგი კიდევ ერთხელ გამოვიდა პროექტის Breakthrough Starshot მხარდაჭერის იდეით, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი თავად არის.

2016 წლის აპრილში რუსმა ბიზნესმენმა იური მილნერმა და სტივენ ჰოკინგმა ალფა კენტავრზე თანამგზავრის გასაშვებად მუშაობის დაწყების შესახებ განაცახდეს.