Samsung_vs_Apple-e1421968696906

Samsung-ი ახალ რეკლამაში Apple-ს დასცინის

07.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

კომპანია Samsung-მა გამოუშვა რეკლამა, რომელშიც Apple-ს მომხმარებლებს “გაზრდა” და Samsung Galaxy-ს ყიდვა ურჩია.

სიუჟეტის მიხედვით, 2007 წელს, ახალგაზრდა თავის პირველ iPhone-ს ყიდულობს. სამი წლის შემდეგ, ის ტყდება და რეკლამის გმირი iPhone SE-ს იძენს, შემდეგ კი iPhone 7-ს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მას შეყვარებული ჰყავს, რომელიც Samsung-ს იყენებს. ბიჭი ამჩნევს, რომ გოგოს ტელეფონი უფრო ძლიერი და მოსახერხებელია. ბოლო სცენაში ის iPhone X-ის მყიდველების დიდ რიგს ხედავს და მას გვერდით უვლის.

iPhone X-ის გაყიდვები საქართველოში დღეს, დილიდან დაიწყო.