home-screen-ios-10-iphone

Apple: iPhone X-ის მონიტორი შეიძლება გადაიწვას

06.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

კომპანია Apple iPhone X-ის მონიტორის გადაწვის საშიშროებაზე აკეთებს განცხადებას. Mashable-ს ცნობით, ასეთი ეფექტი მას შემდეგ დგება, როდესაც ეკრანი დიდი ხანია ჩართული. როგორც გამოცემა წერს, მონიტორის გადაწვა Google-სთვის სერიოზული პრობლემაა Pixel 2 XL-ის სმარტფონებზე.

Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერის ვებგვერდზე მოცემულია ინსტრუქცია, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან Super Retina-ს მონიტორების გადაწვა. ამ მონიტორებს კომპანიაში საუკეთესოს უწოდებენ.

iPhone X-ის გაყიდვა 3 ნოემბერს დაიწყო.