rsz_11

მოსახლეობის ერთი მესამედი პროფილაქტიკურ ვიზიტზე ექიმთან ვერ დადის

05.11.2017 | კვლევები, სიახლე

რესპონდენტებისუმეტესობა ექიმთან წლის განმავლობაში 1-2-ჯერ დადის.

სამედიცინო დაწესებულებას პაციენტები ყველაზე ხშირად,
დაავადების გამწვავების შემდეგ აკითხავენ.

საქართველოში განხორციელებული კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა მოქალაქეების ჯანდაცვასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, როგორებიცაა მათ მიერ ექიმთან ვიზიტების ინტენსივობა, ვიზიტის მიზეზები და სხვა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 400-მა რესპონდენტმა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა (58%) წლის განმავლობაში 1-2-ჯერ მიდის სამედიცინო დაწესებულებაში ექიმთან,3-4-ჯერდადის რესპონდენტების 18%, ხოლო 5-ჯერ და მეტჯერ მათი 24%.

საინტერესოა ექიმთან ვიზიტის ძირითადი მიზეზები, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად დაავადების გამწვავება დასახელდა (43%), მხოლოდ 24% მიდის ექიმთან ვიზიტზე დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაშიყველაზე ხშირად პროფილაქტიკური ვიზიტისთვის დადიან, გამოკითხულთა 33%-ს შეადგენენ.

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტების დიდი ნაწილი (34%), პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით, წლის განმავლობაში ექიმთან საერთოდ არ დადის (იხილეთ გრაფიკი #1).

11

იმ რესპონდენტებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ პროფილაქტიური მიზნით ექიმთან არასდროს დადიან, ან დადიან უფრო იშვიათად, ვიდრე წელიწადში 1-ხელ, დაასახელეს ამის მიზეზებიც. უმეტესობა (44.3%) მიზეზად ფინანსურ სირთულეებს ასახელებს, 34.3%ფიქრობს, რომ არაფერი აწუხებს და საჭიროდ არ მიაჩნია პროფილაქტიკური გამოკვლევა, ხოლო 21.4%-ისთვის ამის მიზეზი დროის უქონლობაა.საინტერესოა ამ მონაცემის განხილვა სქესობრივ ჭრილში. როგორც აღმოჩნდა, კაცებიპროფილაქტიკური მიზნით ექიმთან არ დადიან ძირითადად იმის გამო, რომ ეს საჭიროდ არ მიაჩნიათ/არაფერი აწუხებთ (48%), ხოლო ქალებისთვის ამის მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემებია (49%)(იხილეთ გრაფიკი #2).

22


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.