Untitled-1

საქართველო – ყველაზე მაღალი მოტივაციის მქონე ქვეყანა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად რეგიონსა და რუსეთში

07.11.2017 | კვლევები, სიახლე

ქართველების უმეტესობას განათლების მისაღებად წასვლა

ან შვილის სასწავლებლად გაშვება გერმანიასა და აშშ-ში სურს.

გამოკითხული ქვეყნების უმეტესობას არცერთ საზღვარგარეთის ქვეყანაში
არ სურს სწავლის გაგრძელება.

გამოკითხვაში, რომელშიც ექვსმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა (საქართველო აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი და მოლდოვა), შესწავლილ იქნა რესპონდენტთა აზრი იმისათან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყანაში ისურვებდნენ სასწავლებლად წასვლასან ამავე მიზნით შვილის გაგზავნას. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი.

როგორც აღმოჩნდა, ქართველები სწავლის ან სხვა საგანმანათლებლო მიზნით წასვლას არაერთ ქვეყანაში ისურვებდნენ. ასეთ ქვეყნებად, უმეტესად, გერმანიადა აშშ სახელდება.მათ ქართველი რესპონდენტების თანაბარი რაოდენობა (30-30%) ანიჭებს უპირატესობას (იხილეთ ცხრილი #1).

1

აზერბაიჯანელების უმეტესობას (28%) თურქეთში სურს სასწავლებლად წასვლა/ამავე მიზნით შვილის გაშვება. 15%-ისთვის განათლების მისაღებად სასურველი ქვეყანა რუსეთია, იგივე რაოდენობის აზრით (15%), არ არსებობსისეთი საზღვარგარეთის ქვეყანა, სადაც სწავლის გაგრძელებას ისურვებდა.

მიუხედავად დაბალი პროცენტული მაჩვენებლისა (4%), აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ ქვეყნებს შორის, საქართველოში განათლების მიღების ყველაზე მეტი მსურველიაზერბაიჯანშია(იხილეთ ცხრილი #2).

2

საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით,დანარჩენი გამოკითხული ქვეყნებიდან, რესპონდენტების უმეტესობა საგანმანათლებლო მიზნით არც ერთ ქვეყანაში არ წავიდოდა.უფრო ზუსტად კი, ამგვარად ფიქრობსბელარუსირესპონდენტების 41%, მოლდოველების 34%, რუსების 29% და სომხების 24%.

საბოლოო ჯამში,კვლევის მონაწილე ქვეყნების შედეგების მიხედვით, საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტისთვის ყველაზეპოპულარულქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციებზეაშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთია.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მიერ.