apple-iphone-2017-20170912-11631

სან-ფრანცისკოში გაყიდვების დაწყებამდე 300 iPhone Х მოიპარეს

03.11.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

სან-ფრანცისკოში გაყიდვების დაწყებამდე 300 iPhone Х მოიპარეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი წერს. მძარცველებმა ის ავტომანქანა გაქურდეს, რომლითაც სმარტფონები სავაჭრო ცენტრებში გადაჰქონდათ. მედიის ინფორმაციით, მოპარული ტელეფონების საერთო ღირებულება 300 ათასი დოლარია.

მძარცველები ჯერ არ დაუკავებიათ. პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს, რომლებიც Dodge-ით მოძრაობდნენ.

3 ნოემბრიდან Apple-ი 2017 წლის ყველაზე საინტერესო ტელეფონის iPhone X-ის გაყიდვას იწყებს. კომპანიამ ტელეფონის პრეზენტაცია ახალ აიფონებთან (iPhone-8 და iPhone-8 Plus) ერთად 12 სექტემბერს გამართა და ის პირველი მოდელის გამოსვლის ათიწლისთავს მიუძღვნა. iPhone X-ი საქართველოშიც დღეიდან გაიყიდება.