Untitled-1

მუსიკალური სეზონი საქართველოში

01.11.2017 | კვლევები, სიახლე

ბოლო წლებში, ქართველი მსმენელი განებივრებულია მსოფლიო დონის მომღერლების საქართველოში ვიზიტით. კომპანია „ისტერნ პრომოუშენი“, 2 წელია, „ჩექ ინ ჯორჯია“-ს ფარგლებში, გვთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას ზაფხულის სეზონის სასიამოვნოდ და დასამახსოვრებლად გასატარებლად და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად. „ჩექ ინ ჯორჯიას“ მედია გაშუქების სტატისტიკა, წლების მიხედვით, ასეთია:

1

მიმდინარე წელს, სეზონის კულმინაციად, ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის კონცერტი მოიაზრებოდა, თუმცა ქართული მედია, სექტემბრის დასაწყისიდან, კონცერტის შესაძლო გადადების თაობაზე გვაწვდის ინფორმაციას.

06 სექტემბრის ინფორმაციით, ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დეივი ჯონსტოუნის ჯანმრთელობის პრობლემების გამო შესაძლოა, საქართველოში დაგეგმილი კონცერტები სამი კვირით გადაიდოს. გრემის 6-გზის მფლობელი ბრიტანელი მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი უნდა გამართოს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან SOLO და „ისთერნ პრომოუშენი“.

8 სექტემბრის ინფორმაციით, კი ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში 16-17 სექტემბერს “ბლექ სი არენაზე” აღარ ჩატარდება. კონცერტი 2018 წლის ზაფხულში ჩატარდება. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტის გადადება მომღერლის ბენდის შეუცვლელი წევრის დევიდ ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირედება. მან ხელის მტევნის ოპერაცია გაიკეთა.

ელტონ ჯონის კონცერტი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რაზეც ღონისძიების მედია აქტივობაც მეტყველებს. მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია, 18 მაისიდან დღემდე, ქართულმა მედიამ 158 ნიუსში გააშუქა აღნიშნული თემა. მედიებს შორის სტატია/სიუჟეტების რაოდენობა, შემდეგნაირად გადანაწილდა:

2

18 მაისს, პირველად გაშუქდა ინფორმაცია კონცერტის თაობაზე, სათაურით: „ელტონ ჯონი თბილისში კონცერტს გამართავს- საქართველო შოკშია“, წყარო: 18.05.2017 – ეთანიუს.ჯი.

ბილეთების გაყიდვა 29 ივნისიდან იყო შესაძლებელი და SOLO-ს მომხარებლებისთვის ფასი 90 ლარიდან იყო, ხოლო მათთვის, ვინც არ არის SOLO-ს მომხმარებელი ბილეთების ფასი 150 ლარიდან.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.