22782400_10210971199539845_561548884_n

iOS-ის აპლიკაციების დეველოპერმა სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებისთვის Apple-ს უჩივლა

25.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

iOS-ის აპლიკაციების დეველოპერმა ენრიკე ბონანსიმ, კომპანია Apple-ს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, სახელწოდება “ანიმოჯი” საკუთარი აპლიკაციისთვის მან 2014 წელს მოიფიქრა და 2015 წელს კი დააპატენტა, ხოლო Apple-მ iPhone X-ის წარდგენის დროს, თავის გამოგონებად გაასაღა.

ბონანსის თქმით, Apple-მა იცოდა მისი სასაქონლო ნიშნის შესახებ, რადგან აპლიკაცია 2014 ლიდან App Store-ზეა განთავსებული.

Apple-მა ახალი აიფონები, მათ შორის iPhone X-ი 12 სექტემბერს წარადგინა.