rsz_reklamapolit-cr-739x428

2017 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიაში გასული რეკლამები სექტორების ჭრილში

27.10.2017 | კვლევები, სიახლე

ბიზნესკომპანიები სარეკლამო აქტივობას გეგმავენ წლის დასაწყისში და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ახორციელებენ დაგეგმილი გეგმის და სტრატეგიის შესრულებას, სტრატეგია კი ყველა კომპანიას ინდივიდუალური აქვს. მაგრამ კომპანიების სპეციფიკის და პროფილის გათვალისწინებით ჩანს სეზონური აქტივობები.

2017 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით სულ გავიდა 220 624 სარეკლამო რგოლი, აქედან ყველაზე მეტი წილი მოდის უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაზე, ასევე ლიდერ ხუთეულში ხვდება „ სეზონურად “ აქტიური კატეგორიები როგორიცაა: სამშენებლო, ჰიგიენა, მედიკამენტები, ტკბილეული და ა. შ.

გრაფიკზე წარმოდგენილია  2017 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით გასული რეკლამების რაოდენობის სარეკლამო სექტორების წილები.

1

საინტერესოა ინვესტიციის პარამეტრში რომელი სექტორი გახდა 2017 წლის მეორე კვარტლის ლიდერი.

გრაფიკზე წარმოდგენილია  2017 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით გასული რეკლამების ინვესტიციის სარეკლამო სექტორების წილები.

2


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.