download (3)

WhatsApp-ის მომხმარებლებს მეგობრების გადაადგილების ყურება შეეძლებათ

19.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

WhatsApp-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეალურ დროში საკუთარი ადგილ-მდებარეობის შესახებ მონაცემები გასცენ. იმისათვის, რომ მეგობრებმა თქვენი გადაადგილების შესახებ შეიტყონ, უნდა შეხვიდეთ კონტაქტების, ან ჯგუფების ჩათში, დააჭიროთ ღილაკს -“დამატება“, მოძებნო გახსნილ მენიუში პუნქტი “ადგილი/ადგილმდებარეობა“ და აირჩიოთ ოპცია “გეომონაცემების გაზიარება“.

იმავე განყოფილებაში იმის მითითებაც შეგიძლიათ, დროის რა მონაკვეთში მოხდება თქვენი ადგილ-მდებარეობის შესახებ ინფორმაციის ტრანსლირება.

იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფური “ჩათის“ რამდენიმე მონაწილეს მოუნდება გეოპოზიციების გაზიარება, ასეთი გადაადგილები ერთ საერთო რუკაზე აისახება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი ტრანლაციის შესაძლებლობა iOS-ის და Android-ის მომხმარებელს უახლოეს კვირებში მიეცემათ.