32165

პოზიტიური აპლიკაცია მოზარდებისთვის Facebook-ისგან

18.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

Facebook-მა შეიძინა აპლიკაცია, რომელიც მოზარდებში ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულების შექმნაზე იზრუნებს. აპლიკაცია tbh – to be honest (გულწრფელად რომ გითხრათ), მხოლოდ 1 კვირაა არსებობს, თუმცა ის უკვე 5 მილიონჯერ ჩამოტვირთეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი TechCrunch-ი ავრცელებს.

აპლიკაციაში ადამიანები ანონიმურად პასუხობენ კითხვებს მეგობრების შესახებ, რომლებიც შემდგომ შედეგებს იღებენ.

Untitled

Facebook-ში აცხადებენ, რომ აპლიკაციის შემქმნელებსა და სოცქსელის ადმინისტრაციას, ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ.

ჩვენ გვინდა შევქმნათ პლატფორმა, სადაც ადმიანები  ერთმანეთს დაუკავშირდებიან,“ – წერია სოცქსელის ადმინისტრაციის განცხადებაში.