baratebi

საბანკო ბარათების მედია აქტივობა

18.10.2017 | კვლევები, სიახლე

2017 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში კომერციულმა ბანკებმა 9,2 მლნ. საგადასახადო ბარათები გამოუშვეს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გამოშვებული ბარათებიდან ყველაზე დიდი წილი 43% მასტერ ქარდს უკავია, შემდგომ მოყვება მას ვიზა 32% და ვოკალი 18%-ით. იუპის წილი მთლიან ბარათებში არის 6%-იანი, ხოლო ამექსის 1%.

წლის პირველს 3 თვეში ქართული საგადასახადო ბარათებით ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ შესრულდა 37,7მლნ. ოპერაცია, თანხობრივად კი ის 4 მილიარდი ლარი იყო. ქართული საგადასახადო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციები წინა კვარტლებთან შედარებით გაზრდილი არის 1%-ით რაოდენობრივად, თუმცა 8%-ით არის შემცირებული თანხობრივად. 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი ქართული საგადასახადო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები გაიზარდა რაოდენობრივად 28%-ით და თანხობრივად 26%-ით.

მედია აქტივობის თვალსაზრისით, საბანკო ბარათების მწარმოებელ კომპანიებს შორის, „ვიზა“ და „მასტერქარდი“ არიან წამყვან პოზიციებზე. უმნიშვნელოა „ამერიკან ექსპრესის“ მედია გამოვლინება.

მედია აქტივობის ტონის მიხედვით, ორ ლიდერ კომპანიას, თითქმის ერთნაირი პოზიცია აქვს. ორივე მათგანის პოზიტიური გამოვლინების მაჩვენებელი, 60%-ს აჭარბებს. არც ერთ კომპანიას არ აქვს ნეგატიური გამოვლინება.

საბანკო ბარათების მედია აქტივობა, არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი მწარმოებელი კომპანიების გამოვლინებებით. მედია აქტიურად აშუქებს ცალკეული ბანკების საბარათე შემოთავაზებებსაც.

ივნისის თვის მედია გამოვლინებებიდან, ყველაზე რეზონანსულია შემდეგი შეთავაზებები:

ხალიკ ბანკმა Green Card-ი გამოიტანა, საზაფხულო შეთავაზებით. საკრედიტო ბარათს, 55-დღიანი საშეღავათო პერიოდით, დამატებით ერთვება 3 თვიანი უპროცენტო პერიოდი.

„თიბისის“ საკრედიტო ბარათით, თბილისი-პრაღის ბილეთი (2 გზა) 200 ლარი ღირს. ბანკმა სპეცშეთავაზებაზე განაცხადა 23-31 ივლისის პერიოდის ტურებზე, რომლის მსურველმა Georgian Airways –ის ავიაბილეთი 30 ივნისამდე უნდა შეიძინოს. აქციაში თიბისი ბანკის შემდეგი საკრედიტო ბარათებია ჩართული: ერთგული ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი) და პრაიმ ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი).

სპეციალურად სტუდენტებისთვის, თიბისი ბანკმა ახალი სადებეტო ბარათი #შენიბარათი შექმნა. #შენიბარათი გამორჩეულია და მის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი გემოვნებით და სურვილისამებრ შეცვალოს მისი დიზაინი.

როგორც ქართული მედია გვატყობინებს, ქართველებს შორის, პოპულარულია საბანკო ბარათებით ანგარიშსწორებაც, ქართველებმა მაისში საბანკო ბარათებით საზღვარგარეთ 103,073 ათასი ლარი დახარჯეს.


მომზადებულია აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.