received_1508335929245490

თანამედროვე ხელოვანი და მხატვარი თედო რეხვიაშვილი

17.10.2017 | ბიზნესი და მარკეტინგი, სიახლე

ხელოვნებით ცხოვრება უმისამართო მოგზაურობას ჰგავს, ამოუწურავია, საზღვრების, ფორმატებისა და ჩარჩოების გარეშე. იყო ხელოვანი რთული მისიაა, აკეთო ის რაც შენ გიყვარს. იზრდები, ვითარდები და ირჩევ შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს,რითაც ცხოვრობ, სუნთქავ,  საზრდოობ და არსებობ.

სწორედ ასეთ ხელოვან, თანამედროვე მხატვარზე მინდა გიამობთ, რომელმაც იპოვა მისი თავი, ადამიანი –  რომელიც მისი საქმით სააზრდოობს, სუნთქავს და არსებობს.

თედო რეხვიაშვილი – დაიბადა 1990 წლის 23 დეკემბერს.

წარმატებით დაამთავრა თბილისის სახემწიფო სამხატვრო აკადემია.

2008–2012 წლებში ბაკალავრიატი, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი.

2012–2014 წლებში კი მაგისტრატურა(თბილისის სახემწიფო სამხატვრო აკადემია).

received_1508335979245485

მხატვარი საუბრობს მის შემოქმედებაზე, და ასევე იმაზე თუ როდის დაიწყო ხატვა, და როგორ მოვიდა დღემდე: პირველად 4 წლისამ დავხატე, მერე ვსწავლობდი ათწლედში, რომლის დასრულების შემდეგაც აკადემიაში ჩავაბარე დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე. უკვე მაგისტრატურაც დავამთავრე. გამოფენებში პატარაობიდან ვიღებ მონაწილეობას, რაც შეეხება ქარვასლაში გამოფენილი ნამუშევრების მიმდინარობას, ამ კონკრეტულ ნამუშევრებს ექსპრესიულ აბსტრაქციას მივაკუთვნებდი. თვითონ ნახატები ერთი კონცეფციითაღმოსავლური ფილოსოფიის, კერძოდ კი ჩინური ფილოსოფიის მოტივებზეა შექმნილი“.

თედოს პედაგოგი სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ბატონი გოგი წერეთელი მიიჩნევს, რომ თედო ის მხატვარია, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით იტყვის თავის სიტყვას.

პერსონალური გამოფენები

2010 წ. – სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზი.

2014 წ. – „აღმოსავლური მოტივები“, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა.

ჯგუფური გამოფენები

2015 წ. – გალერეა ვანდა.

2015 წ. – ოფთალმიჯის საგამოფენო დარბაზი.

ჯილდოები:

2015 – პრემია ვიზუალურ ხელოვნებაში “ჟირაფი”, საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი.

2015 წლიდან აქვს საკუთარი სტუდიო, სადაც ასწავლის ბავშვებსა და აბიტურიენტებს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მასწავლებელი, რომელიც მას სწორ მიმართულებას მისცემს და ხედვას არ დაუმახინჯებს“- აცხადებს მხატვარი თედო რეხვიაშვილი ჟურნალისტთან ერთ–ერთ ინტერვიუში.

ასევე ამბობს რომ: ნიჭი, რომელიც გაქვს არ უნდა დარჩეს მხოლოდ შენში, ის აუცილებელია გადასცე და გაუზიარო საზოგადოებას.

received_1508343159244767

ამჟამად გაიხსნა განახლებული სამხატვრო სტუდია, რომელიც მხატვარმა საკუთარი ხელითა და დაუზოგავი შრომით შექმნა, შეგიძლიათ  შეისწავლოთ : ხატვა , ფერწერა , გრაფიკა , კომპოზიცია , მიიღებთ თეორიულ  ცოდნას სახვით ხელოვნებაში .

სტუდიაში დაგხვდებათ კომფორტული და შემოქმედებითი გარემო , სახელოსნო მდებარეობს  თბილისში, სოლოლაკში, პ.ინგოროყვას 16-ში . გაკვეთილები სურვილისამებრ ტარდება ჯგუფებში და ინდივიდუალურად.

წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა შემოქმედს.

ავტორი: ნესი რობაქიძე